ბეჟან წაქაძე – თქვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც გვერდში ედექით ,,ქართულ ოცნებას’’, კვლავ მივაღწევთ გამარჯვებას
,,ამ პროექტების განხორციელებაში, რომელზეც საუბარი იყო ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ რაიონს“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ ბაღდათში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
უმრავლესობის წევრმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მერს იმ პროექტებისთვის, რომელიც რაიონში განხორციელდა.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო არჩილ გოგსაძეს იმისთვის, რაც მან გააკეთა ამ წლების განმავლობაში. დღეს ვირჩევთ ახალი მერს. კახა ენუქიძე ჩართული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში რაიონის განვითარებაში, იყო მერის პირველი მოადგილე. მან ყველაზე კარგად იცის რა საჭიროებებია და რა დარჩა გასაკეთებელი. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ არიან, რომლებიც გვერდში ედექით ,,ქართულ ოცნებას’’კვლავ მივაღწევთ გამარჯვებას. თუ დესტრუქციული ქმედებები არ გიტრიალებს თავში, არ შეიძლება არ დაინახო ის პროექტები, რომელიც ამ მხარეში ხორციელდება. აქ საუბარი იყო ეკონომიკის განვითარებაზე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს უამრავი პროექტი. ამიტომ, თითოეული ჩვენგანისათვის, როგორც დეპუტატის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მთავარი მიმართულება უნდა იყოს ბიზნესის ხელშეწყობა. მჯერა, თქვენი, ბაღდათელებო. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ რაიონის განვითარებისთვის. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, არც ერთი წუთით არ მოვდუნდები, რომ ჩართული ვიყო ამ პროცესებში”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.