გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული 3 მანქანის მძღოლი, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა 15 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას. ავტომანქანები დაილუქა.
“ ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ, 3 ერთეული ფიჭვის სახეობის მორის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ 2 ძირი წიფლის სახეობის ხე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრა.
დუშეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული 4 ავტომანქანის ძარაზე, ჯამში 8 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.