საქართველოში კოვიდინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 559 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 506 486, გარდაიცვალა 7 649 პაციენტი.