წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა
სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმენა. ძლიერმა ქარმა სოფელ ლიაში ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი დააზიანა და სახურავი გადახადა. სახურავი ეზოში მდგარ ავტომობილებს დაეცა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.