უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხელვაჩაურში – რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხელვაჩაურში – რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.

თხილნარში მიწის მასა ფარტენაძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. დაზიანებულია სახლის საძირკველი. სოფელ აგარაში მცხოვრები 2 ოჯახი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

გზის გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია სხვა სოფლებშიც.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის განცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან დამეწყრილ საცხოვრებელ ადგილებს. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ოჯახის განსახლება გახდეს საჭირო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები