ბეჟან წაქაძე: ყველა კარგად ხედავთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, თუმცა, კიდევ უამრავი რამაა გასაკეთებელი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პრობლემებს გადავჭრით

“ამაყი ვარ, რომ ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელმაც 10-წლიანი განვითარების გეგმა ჩამოაყალიბა. ყველა ხედავთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, თუმცა, კიდევ უამრავი რამაა გასაკეთებელი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პრობლემებს გადავჭრით”, – ამის შესახებ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ,,ქართული ოცნების’’ ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ზესტაფონის მოქმედ მერს გიორგი გოგლიჩიძეს და რწმენა გამოთქვა, რომ მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

“მე მწამს, ზესტაფონელების და ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში. ახლაც მჯერა, რომ პირველ ტურში მოვიპოვებთ გამარჯვებას და გავაგრძელებთ დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც 10 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო, მოქმედი მერის გიორგის გოგლიჩიძის მიმართ, რომელმაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლო, მაგრამ კიდევ რჩება პრობლემები, რომელსაც აუცილებლად გადავჭრით. მჯერა, რომ ბატონი ვასილ გველესიანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში. ის ძალიან გამოცდილი მენეჯერია, რომელიც თავის რესურსს ზესტაფონის განვითარებისთვის გამოიყენებს და 4 წლის შემდგომ, ზესტაფონი იქნება უფრო განვითარებული ქალაქი”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები