რუსთავში სამ ლოკაციაზე ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დაემატა
რუსთავში სამ ლოკაციაზე ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დაემატა. ადგილობრივ მოსახლეობას მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები ჭყონდიდელის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე და XII-მიკრორაიონში 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოემსახურება.
მოქალაქეებს ამ ეტაპზე აცრა „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით შეეძლებათ.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველ დღე დილის 10:30 საათიდან საღამოს 18:00-მდე იმუშავებენ.
ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აცრის პუნქტები პირადად მოინახულა. მისი თქმით, ვაქცინაციის დინამიკას ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მოძრავი პუნქტები სხვა ლოკაციებზეც დაემატება.