ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში მარიხუანა აღმოაჩინეს – რესურსცენტრის დირექტორის კომენტარი
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში, სავარაუდოდ, რამდენიმე ძირი მარიხუანაა დარგული. ფაქტთან დაკავშირებით “კვირა” ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს დაუკავშირდა.
გოჩა დავითაძის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია და სკოლის ადმინისტრაციამ სამართალდამცავ უწყებას უკვე შეატყობინა.
“დღეს შემოგვივიდა ეს ინფორმაცია, სკოლამ როგორც კი გაიგო, მაშინვე გამოიძახა პოლიცია, სწავლობს უკვე ამ საკითხს”, – უთხრა “კვირას” გოჩა დავითაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის მე-18 სკოლის ეზოში დათესილი მარიხუანა “მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა.