ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა სრულდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

სკოლის პროექტი მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნი, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.

სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები