მეტალურგიას, სოფლის მეურნეობას უნდა დავუმატოთ ყავის ინდუსტრიაც – კახა კუჭავა ზესტაფოზე

უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც, მე საქართველოში ვერ ვნახავ ადამიანს, ვისაც აღმოსავლეთისა და დასავლეთში მოგზაურების დროს არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი ზესტაფონური ხაჭაპური და ყავა არ მიურთმევია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ზესტაფონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

“მთელი საქართველოს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ქალაქია. უმნიშვნელოვანესია, თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც ეკონომიკაში ასრულებს. წამყვანი დარგები – მეტალურგია, ელქტროენერგია, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა, საკვები წარმოება და ა.შ. სხვათა შორის, უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც. მე საქართველოში ვერ ვნახავ ადამიანს, ვისაც აღმოსავლეთისა და დასავლეთში მოგზაურების დროს არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი ზესტაფონური ხაჭაპური და ყავა არ მიურთმევია”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები