ბათუმში კორონავირუსს 20 წლის გოგო ემსხვერპლა

კორონავირუსით გუშინ ბათუმში 20 წლის გოგო გარდაიცვალა. გასულ კვირას კი ვირუსს მისი დედამთილი ემსხვერპლა, – ინფორმცია „კვირას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი, 20 წლის ქალი გადაყვანილ იქნა საცხოვრებელი სახლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკა “მედცენტრში”, ახალი კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით.
სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესულად მძიმდებოდა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები