კახა ენუქიძე: ჩემი მიზანია, მომდევნო ოთხი წელი გავაგრძელო ყველა ის პროექტი, რაც სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე ამომრჩეველს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება.
სოფელ წითელხევის მოსახლეობას მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოტორეიშვილი წარუდგინა და ადგილობრივებს პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები გააცნო.
„ხალხთან ახლოს ყოფნა მნიშვნელოვანია, მოსახლეობისგან პირადად ვიგებ მათ საჭიროებებს.
ჩვენი გუნდის ძალისხმევით სოფელ წითელხევში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საჭირო საქმე გაკეთდა.
ამ ეტაპზე კი მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები.
ჩემი მიზანია, მომდევნო ოთხი წელი გავაგრძელო ყველა ის პროექტი, რაც სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობს”, – აღნიშნა კახა ენუქიძემ.