გორის მერი “ტვ პირველს” სასამართლოში უჩივის
გორის მერმა “TV პირველის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ტელეკომპანიის მიერ რამდენიმე დღის წინ მომზადებული სიუჟეტი ჟურნალისტურ ეთიკას მოკლებულია და საზოგადოების მოტყუებისთვის მაუწყებელმა პასუხი უნდა აგოს.
შეგახსენებთ, რომ “TV პირველმა” გორის მერი ბიუჯეტის თანხით შეძენილი ფილების მისაკუთრებაში დაადანაშაულა. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ეს მისი ღირსების შელახვაა და ამ ცრუ ბრალდებას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა.
თავზარაშვილი ჟურნალისტის მხრიდან საჯაროდ ბოდიშის მოხდას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა.