ხობში, ქვემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის და სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
“გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, ამოიწმინდება სანიაღვრე არხი, მოეწყობა რკინის ცხაურები, რკინა-ბეტონის ღია არხი და ტროტუარი. ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება 2-კილომეტრიან მონაკვეთზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 674268ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა–გზამშენიპირველი“ აწარმოებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.