ბაღდათის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის პარტიაქართული ოცნებისმერობის კანდიდატი კახა ენუქიძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.

ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად სოფელ საკრაულას, ზედა და ქვედა ზეგანის მცხოვრებლებს შევხვდი. აქ მისახლეობა კარგად მიცნობს. ოთხი წლის მანძილზე მათთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაგვიჭრია. ამიტომაც მათგან ნდობა და მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამჯერად სოფელ საკრაულას, ზედა და ქვედა ზეგანის მთავარი გამოწვევა შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მიმდინარე წლის პროექტების ნუსხაში”, – თქვა კახა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები