განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მოკლეს
განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს.
მკვლელობა ვახანიას კუთვნილ მშენებარე სასტუმროში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.
ადგილობრივების თქმით, მომხდარი წარსულში მომხდარ დავას უკავშირდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა უცნობია დაკავებულია თუ არა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.