საგარეჯოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფელ თულარი-კაზლარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის ჯამური ღირებულება 474 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- სს “კავკასავტომაგისტრალი” ასრულებს.