მოქალაქეებს ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აცრა ბათუმშიც შეუძლიათ

დღეიდან, მოქალაქეებს ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში ბათუმშიც აცრიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც აცრას რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “ფაიზერისა” და “სინოვაკის” ვაქცინით აცრიან.

მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

იმუნიზაციის პროცესი დღეს, 12:00 საათიდან ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” ე.წ. “ხოფის” ბაზრობის და ე.წ. “ოცნების ქალაქის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები