ირაკლი ღარიბაშვილი: ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა

“ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, მოსახლეობას უნდა ავუხსნათდა ჩვენ ამას ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე კვირაა უკვე, თუ საით მიდის ქვეყანა, როგორ დავძლევთ ამ სიღარიბეს და მთავარ გამოწვევას, რაც არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოკუპაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.
„ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები, ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და რომლის შედეგიც არის ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს შემთხვევით არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის დაგროვილი იმ ძალიან ბევრი – ასობით და ათასობით განხორციელებული პროექტისა და პროგრამისა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო. პროგრამები, როგორიც არის “აწარმოე საქართველოში”, “შეღავათიანი აგროკრედიტი”, “დანერგე მომავალი” და ასე შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მეგობრებო, მოგეხსენებათ კარგად, რომ ათასობით ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა, ათასობით ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, მათ შორის, გადამამუშავებელიც, სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1000-მეტი და შედეგად, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ჩვენი გეგმის მიხედვით, ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს მასშტაბები და პროგრამები გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური ისე, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს აღნიშნული პროგრამების სიკეთე”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები