ხობში ცენტრალური პარკი რეაბილიტირდება

ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 800 665 ლარია.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ხორციელდება.
პარკის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.
სამუშაოზე ოცი ადგილობრივია დასაქმებული.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არბა“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები