სოფელ დოღლაურში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერმა დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზაგულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ დოღლაურში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, სულ დაიგება 1,026 კმ.გზის საფარი. გზის ასფალტირების საუშაოები ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 396 600 ლარს.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია“.

მუნიციპალიტეტის მერმა ასევე დაათვალიერა სოფელ დოღლაურში სკვერის მოწყობის დასრულებული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო სავალი ნაწილი ბეტონის ქვაფენილით, საბავშვო ატრაქციონები და დაიდგა სკამები. პროექტი განხორციელდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თანხით 10 000 ლარი.

სამუშაოები შეასრულა შპს ,,ვივა ჯორჯია“-მ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები