როდის აღდგება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში – მინისტრის განმარტება

როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა ვისაუბრო საგანმანათლებლო დაწესებულებთან დაკავშირებით. როგორც უკვე იცით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებენ და ამ საკითხს შემდეგ დავუბრუნდებით. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონირებენ დისტანციურ რეჟიმში“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები