ოთარ შამუგია: ჩვენ გუშინვე შევძელით და გავხსენით სამი საწარმო, რომლებიც შეუფერხებლად იღებენ დასეტყვილ ყურძენს

ჩვენ გუშინვე შევძელით და გავხსენით სამი საწარმო ყვარლის, გურჯაანისა და თელავის რაიონში. ისინი შეუფერხებლად იღებენ დასეტყვილ ყურძენს, –  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

დაახლოებით 24 სოფელია დასეტყვილი და 4 600 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახი. მინისტრთან ერთად დღეს ვიმყოფებოდით რეგიონში და შევხვდით მევენახეებს, სადაც მოვისმინეთ მათი საჭიროებები. გავეცანით ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს. მევენახეების პირველი თხოვნა არის, რომ ჩვენ მივიღოთ დასეტყვილი ყურძენი და ამისთვის ყველა ღონისძიება გატარებულია. ჩვენ გუშინვე შევძელით და გავხსენით სამი საწარმო ყვარლის, გურჯაანისა და თელავის რაიონში. ისინი შეუფერხებლად იღებენ დასეტყვილ ყურძენს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩვენ მივიღებთ დასეტყვილ ყურძენს. ფასი რქაწითელის შემთხვევაში იქნება 80 თეთრი, ხოლო საფერავის 1 ლარი. ვნახეთ ფართობები სადაც 100%-ით დაზიანებულია ვენახი და ამ შემთხვევაში, სადაც მოსავლის აღება ვერ ხდება, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ფერმერს გადავცემთ კომპენსაციას 3 000 ლარს. ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს სადაზღვეო კომპანიასთან და დგინდება ზარალის ოდენობა, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ანაზღაურება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები