სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 18 ათასი ჰექტარი მიწის ფართობია დაზღვეული. მოსახლეობას მან ვენახებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზღვევისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ახლა სწორედ ამ პროგრამის განახლებაზე მუშაობს სამინისტრო.
“სახელმწიფოს აქვს პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან თანადაფინანსებას აძლევს ფერმერებს იმისთვის, რომ მოსავალი დააზღვიონ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ჩვენი ფერმერები დავიცვათ სტიქიური უბედურებების დროს მიყენებული ზიანისგან.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ პროგრამის განახლებაზე, რომელსაც შემდეგი წლისთვის მსვლელობა მიეცემა. მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ფერმერებს მივაწოდოთ ინფორმაცია აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 18 ათასი ჰექტარია დაზღვეული, აქედან 6 ათასი არის ვენახი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.