თერჯოლაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გზის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის დამაკავშირებელი საავტმობილო გზის 17 კმ-იან მონაკევთზე, აღნიშნული გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს სოფლებს ერთმანეთთან.
პროექტის, ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, საფეხმავლო ბილიკების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელებისა და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო#1“ ასრულებს, რომლის ღირებულება 18 000 000 ლარია.