ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერისა და საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. განახლებული სივრცე, უახლესი სტანდარტებით მოწყობილ სკვერს და სპორტულ მოედანს აერთიანებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზესტაფონის მერმა და ვიცე-მერმა, დავით მაღრაძემ დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერში დეკორატიული მცენარეები დაირგვება, განთავსდება სკამები. დაიგება ფილები. განახლდება განათების სისტემა. მოეწყობა მინიატრაქციონი ბავშვებისთვის. ასევე, სრულად განახლდება მინი საფეხბურთო მოედანი, რომლის მიმდებარედ, ქუჩის კალათბურთისთვის, შესაბამისი ფარი დამონტაჟდება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფინდიაფინანსსებს და მისი ღირებულება 700 ათასი ლარია. სამუშაოებს, სატენდერო ვალდებულებისშესაბამისად შპსგლობალ სტანდარტმშენიახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები