ქუთაისში კოვიდინფიცირებული 24 წლის გოგო საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული  24 წლის გოგო საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.

კლინიკის მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.

გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები