ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.87 პროცენტით გაიზარდა

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.05 მლრდ ლარით, ანუ 1.87 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.05 მლრდ ლარით, ანუ 1.87 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.90 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აგვისტოსთვის 57.03 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.35 პროცენტია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები