ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ვაქცინაცია ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
სოფლებში ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი.
ამბულატორიები, სადაც მიმდინარეობს აცრა აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით.
სოფლებში ადგილზე ვაქცინაცია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.