სამხედრო ექიმები ლანჩხუთში ვაქცინაციის პროცესს აგრძელებენ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ამცრელი ჯგუფი ამჯერად სოფელ ლესაში იმყოფებოდა.
სოფლებში ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი.
ამბულატორიები, სადაც აცრა მიმდინარეობს, აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით.
სოფლებში ადგილზე ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის პროცესს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე ადგილზე გაეცნო.