ყვარელი- შილდის საავტომობილო გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
მიღებული ტრავმებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.