სურსათის სააგენტოს ვეტერინარებმა კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ღორის გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა. როგორც “კვირას” სესი-დან აცნობეს, სააგენტოს ვეტერინარებმა ადგილობრივი ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს და დეტალურად ისაუბრეს ღორის გადამდები დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებებზე, ინფექციის პოტენციურ წყაროსთან კონტაქტის თავიდან აცილებისა და დაავადების ადრეული ამოცნობის გზებზე.

როგორც სააგენტოს ვეტერინარებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ფერმერებს ჰქონდეთ ინფორმაცია ღორის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების კლინიკური ნიშნების, სპეციფიკური პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რათა დროულად უზრუნველყონ საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია და დაიცვან მოვლა/შენახვის აუცილებელი წესები.

ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო მასალებიც გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები