ყაზბეგის მერობის კანიდატი: მადლობა წარმატების მაგალითისთვის
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მინერალური წყალი „კობის“ საწარმოო ქარხნის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შეხვდა.
„კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ღირსეულად გაართვა თავი მკაცრ კლიმატურ, რელიეფურ თუ სხვა ტექნიკურ პრობლემებს და ეკონომიკურად სტრატეგიული მნიშვნელობის, მაღალტექნოლოგიური წარმატებული საწარმო აამოქმედა, სადაც დასაქმებულთა 85 % ადგილობრივი მოსახლეა.
მოხარული ვარ, რომ ეს წარმატების ისტორია მოხევეებთან ერთად იწერება.
ახლა, ჩვენი სოფლის კობის მაგალითზე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორის კეთილგონივრული თანამშრომლობა დადებით გავლენას ახდენს, როგორც ზოგადად ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის, ასევე რეგიონის განვითარებაზე.“
_აღნიშნა ბაკურ ავსაჯანიშვილმა და კომპანიას რეგიონში წარმატებული მაგალითისთვის მადლობა გადაუხადა.
მერობის კანდიდატის განცხადებით:
„ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა იქნება , რადგან ამ პროცესს მოჰყვება ადამიანთა კეთილდღეობა, ეკონომიკური და პროფესიული განვითარება, რაც საბოლოოდ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.“
#მადლობა_წარმატებული_მაგალითისთვის
#ბაკურავსაჯანიშვილი
#ყაზბეგი #კობი
#განვითარებაყველარეგიონს
ცნობისთვის ბაკურ ავსაჯანიშვილი დაიბადა 1978 წლის პირველ იანვარს, ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში. დაამთავრა სოფ.არშის საჯარო სკოლა.
2005 წ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი.
2001 წლიდან დასაქმებულია საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე.
2012-2020 წწ. წარმოადგენდა სამმართველოს უფროსს -შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში ხოლო
2020 წლიდან შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულია სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
ბაკურ ავსაჯანიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს „ მიერ არის წარდგენილი.
ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე ბაკურ ავსაჯანიშილი.