წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მოსახლეობა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის ამბულატორიაში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა აცრები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.

ამბულატორიაში იმუნიზაცია ჩინური ,,სინოფარმით’’ მიმდინარეობდა. სოფელ ფარცხანაყანევში იმუნიზაციის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.

,,გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშულება არის საყოველთაო ვაქცინაცია და პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, წყალტუბოში რაიონულ საავადმყოფოში ამ ეტაპზე იმუნიზაცია შესაძლებელი როგორც ჩინური წარმოების ვაქცინებით ,,სინოვკითა’’ და ,,სინოფარვით’’ ასევე ,,ფაიზერის’’ ვაქცინით.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოსახლეობის რაოდენობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფელში, ფარცხანაყანევში დღეს მოსახლეობას საშულება ჰქონდა წინასწარი რეგისტაციის გარეშე ჩაეტრებია აცრები, ვფიქრობ იმუნიზაციის პროცესის გაფართოების მხრივ სოფლის ამბულატორიების ჩართვა უმნიშვნელვანესია’’ – აღნიშნა წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები