„რთველი 2021″ – ახალი რეგულაციებით ჩატარდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში “რთველი2021”-ის ორგანიზაციულ საკითხებსა და ახალი რეგულაციების  შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მიხუზლა, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.

ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,”რთველი 2021″ კადასტრის მონაცემების საფუძველზე, ყურძნის ხარისხის კონტროლით ჩატარდება. ასევე იგეგმება ელექტრონული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოსახლეობას რიგში დგომის პროცესს გაუმარტივებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები