ანანურში, ჟინვალში,ბაზალეთსა და მჭადიჯვარში, სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურში, ჟინვალში,ბაზალეთსა და მჭადიჯვარში,  სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია  დაემატა.  მოქალაქეებს ადგილზევაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე,ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და”სინოვაკით” შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ამბულატორია, სადაცმოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურადმიმდინარეობს, წინასწარ სპეციალურიმეთოდითაა შერჩეული, ხოლო ამცრელ ბრიგადებსუკვე ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინოპერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური დაანტიალერგიული პრეპარატებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტში  სოფლისამბულატორიები მოინახულა მცხეთა-მთიანეთისსახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.მასთან ერთად ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსადა მჭადიჯვარში ვაქცინაციის პროცესს ადგილზეგაეცნენ მხარის პირველი პირის მოადგილე გოჩაქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიზურაბ სეხნიაშვილი , “მცხეთის მუნიციპალიტეტისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის”დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი ბადრიკუკულაძე და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ანდრიაშვილი.

“სასიხარულოა, რომ ვაქცინაციასთანდაკავშირებით საზოგადოების მომართვიანობამაღალია. სწორედ ამიტომ, რამდენიმეამბულატორიაში უკვე საჭირო გახდა ვაქცინისდოზების დამატება.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში, ოთხივემუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოფლისამბულატორიები, სადაც მოსახლეობას აცრაწინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.ამიტომაც, ყველას ვაქცინაციის პროცესში აქტიურიჩართულობისკენ  მოვუწოდებ.” – განაცხადამცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმადავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, რეგიონის ოთხივემუნიციპალიტეტში არსებული 11 ამცრელიამბულატორია ჯამში მხარის 97 სოფელსემსახურება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარისსახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები