ონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო, რომელიც GIZ-ის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით და  საკონსულტაციო კომპანია CBI-ის მიერ ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროგრამის მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და ასევე, გაიზარდოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების შერჩევის გზით ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად.

“პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ონის მუნიციპალური ბიუჯეტიდან
ონის მუნიციპალიტეტში “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში გაიმართა
მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები და განხილულ იქნა საპროექტო წინადადებების კრიტერიუმები
შეგახსენებთ, პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 31 აგვისტომდე
კენჭისყრის ეტაპი – 31 ოქტომბრამდე
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე “, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები