გუდამაყარში ერთ-ერთი მინი სტადიონი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ძიუდოისტი ლაშა ბექაური გუდამაყარს ესტუმრა. კოვიდ-რეგულაციების დაცვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად, სპორტსმენს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო  რწმუნებული დავით ნოზაძე შეხვდა და ჩემპიონობა პირადად მიულოცა. მხარის პირველმა პირმა წარმოშობით გუდამაყრელ ძიუდოისტს,რეგიონის სახელით,  თავდაუზოგავი შრომისა დაგამარჯვებისთვის  მადლობა გადაუხადა დასამომავლოდ წარმატებები უსურვა.

„ლაშა ბექაურმა უდიდესი სიხარული აჩუქა  ჩვენსქვეყანას, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას,გუდამაყარს, საიდანაც მისი წინაპრები არიან.მინდა, ეს დიდი გამარჯვება კიდევ ერთხელმივულოცო სრულიად საქართველოს, რაცმთავარია, ლაშას, მის ოჯახს, მწვრთნელებს,ექიმებსა და ყველა იმ პიროვნებას, ვინც ჩვენსჩემპიონს გვერდში ედგა. ეს ადამიანი არისმაგალითი ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის.

მსურს და მჯერა, რომ ლაშა ბექაური ყველადასახულ მიზანს წარმატებით მიაღწევს და ჩვენსქვეყანას კიდევ ბევრჯერ ასახელებს.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმაუნდა, ჩვენ გვინდოდა მასშტაბური ღონისძიებისგამართვა, თუმცა პანდემიის გამო, თავიშევიკავეთ. ამიტომაც, ღონისძიება მაქსიმალურადმოკრძალებულად, კოვიდ-რეგულაციების დაცვითგაიმართა.” – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთისსახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

შეხვედრის დასასრულს  გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. ასევე, სპორტსმენს საჩუქრად გადასცეს 500 კვ.მ.მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი  და ნაბადი.

თავის მხრივ, ლაშა ბექაურმა შეკრებილსაზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობაგადაუხადა და მათ წინაშე კიდევ ერთხელ დადოპირობა, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს  4-ჯერ მოიპოვებს.

„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო თბილიდახვედრისთვის, ასეთი დიდი სიყვარულისთვის.ძალიან გახარებული ვარ. იმიტომ, რომგამარჯვებას, საერთოდ რაიმე თუ გამიკეთებია,პირველ რიგში, ჩემს ხალხთან ყოფნისას ვგრძნობ.

უზომოდ მაბედნიერებს ის, რომ ასეთი მთების,ასეთი კუთხის შვილი ვარ. ეს ჩემთვის დიდიმოტივაციაა.

მე რა სიტყვაც მაქვს ნათქვამი  – 4 ოლიმპიადა – ისუნდა შევასრულო და ჩემი ხალხი კიდევმრავალჯერ გავახარო.” – განაცხადა ოლიმპიურმაჩემპიონმა ლაშა ბექაურმა.

ცნობისათვის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფორწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთისმუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა,გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა,მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა დადუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტოგაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმაოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსა და მისმწვრთნელ ლექსო ღვინიაშვილს გოდერძიჩოხელის მუზეუმში უმასპინძლეს.

შეგახსენებთ, რომ 90 კილოგრამამდე წონაშიძიუდოისტი ლაშა ბექაური 28 ივლისს ტოკიოსოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.ფინალში მან გერმანელი, 24 წლის ედუარდტრიპელი ვაზარით დაამარცხა და საქართველოსსახელით პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები