23 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ნახევარი საათით მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე კლდის ფერდიდან ჩამონაშალის გასუფთავებას.
სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 23 აგვისტოს 10:00 სთ-დან 10:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება.
„საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილებზე ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოიყოფიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.