რიონში 8 წლის ბიჭს მესამე დღეა ეძებენ

უკვე მესამე დღეა მაშველები მდინარე რიონში 8 წლის ბიჭს ეძებენ. აბაშაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან ისევ განახლდა. მოზარდი მდინარეში საბანაოდ, თანატოლებთან ერთად, გუშინწინ, დღის მეორე ნახევარში შევიდა.

ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, თუმცა მეოთხე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო ღონისძიებებში, მყვინთავ-მაშველებთან ერთად, ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. ადგილზე მოწყობილია სპეციალური შტაბი და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ასევე დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები