ლადო ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატი გამყოფ ხაზთან მდებარე ხუთ სოფელში (მერეთი, კოშკა , კარბი, გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი) იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებაზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

„ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა. დღეს სწორედ იმ ხალხს შევხვდი, რომლებიც ამ გამოწვევის წინაშე ყველაზე ახლოს დგანან. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობასთან საუბარი. როგორც ადგილობრივებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მათ სოფლებში ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, მაქსიმალურად ვეცდები, ამ სოფლებში შევქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რათა არცერთმა მოსახლემ აღარ იფიქროს სოფლის დატოვებაზე“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები