დმანისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
ქალაქ დმანისში, შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.
ვაქცინაციაში მონაწილეობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მიიღო, რომელმაც პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
მანამდე კი მედიკოსების კითხვებს უპასუხა და სპეციალური კითხვარი შეავსო.
მასობრივი ვაქცინაციის პროცესს საჯარო მოხელეები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი და მოქალაქეები შეუერთდნენ.
ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 50 მოქალაქეს ჩაუტარდა.
აიცერი და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს! ერთად შევაჩეროთ „კოვიდ-19″-ის პანდემია!”- დმანისის მერი გიორგი ტატუაშილი.