ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვში ფიტნესმოედანი მოეწყობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვში ღია ფიტნესმოედანი ეწყობა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში 10 სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი დამონტაჟდება. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ფინანსდება და მისი ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები