ამერიკული ტრადიცია საქართველოში – სამეგრელოში მოსახლეობას ეროვნული დროშები აქვს გამოფენილი

ერთ-ერთი რისიც ძალიან მშურდა ამერიკელების იყო სახლის შესასვლელთან დაკიდებული დროშები. გუშინ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მომიწია გავლა და რამდენჯერმე წავაწყდი ამ სურათს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპანიის “ნიკოლმანი” დამფუძნებელი საბა ნიკოლავა წერს.

სამეგრელოში სახლების შესასვლელებში საქართველოს დროშებია გამოფენილი.

“ერთ-ერთი რისიც ძალიან მშურდა ამერიკელების იყო სახლის შესასვლელთან დაკიდებული დროშები. მეც ავდექი და ავისრულე ოცნება, დავკიდე საქარათველოს დაროშია შესასვლელთან, ორი სამი დღის შემდეგ კაკუნია კარებზე, შტატის პოლიციელი თავაზიანად მიხსნის, რომ უცხო ქვეყნის დროშის დაკიდება, გვერდით ამერიკის დროშის გარეშე, შტატის კანონით აკრძალულია. აქ იწყება მთავარი საოცრება… ვეუბნები კარგი ხვალ სიამოვნებით დავკიდებ ამერიკის დროშასაცთქო და მპასუხობს: მანქანაში მაქვს ერათი თუ გინდა მოგცემ და მოგეხმარები დაკიდებაშიო!

ახლა გინდა სეპარატისტი მეძახეთ და გინდა სექტანტი, გუშინ სამეგრელოს ერთ ერთ სოფელში მომიწია გავლა და რამდენჯერმე წავაწყდი ამ სურათს. მომკალით და განსაკუთრებით მიყვარს ეს კუთხე”, – წერს საბა ნიკოლავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები