სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში 42 ობიექტში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში სხვადასხვა სახის დარღვევა 42 ობიექტში გამოვლინდა. კერძოდ:
- 11 ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი),
- 8 საშაურმეში,
- 13 საცხობსა
- 10 საკონდიტროში.
აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი 95 ობიექტში ჩაატარეს, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 – ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებებს აგრძელებს.