კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 860 თბილისში, 677 აჭარაში, 573 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაშია.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა – 677, იმერეთი – 573, ქვემო ქართლი – 277, შიდა ქართლი – 304 გურია – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 297, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 506 040 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 440 370, გარდაიცვალა 6 649 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები