სამტრედიაში, ნაბაკევისა და ოფეთის ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
სამტრედის მუნიციპალიტეტის სოფლების – ნაბაკევის და ოფეთის ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
პროცესი, ორივე სოფელში დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა. ნაბაკევის და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, იმუნიზაციის პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია გაეცნო.