მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით საჯაროდ აიცრა.
როგორც მან აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მოქალაქე, რადგან მნიშვნელოვანია მოსახლეობა დაცული იყოს ვირუსისგან.
მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში, აქტიურად ჩაერთო. მაჟორიტარის თქმით, ეს ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში მთავარი იარაღია.