თელავის 24-საათიანი წყალმომარგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, თელავის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და ტენდერში გამარჯვებულმა  კონტრაქტორმა კომპანია China Geo-Engineering Corporation” – ის ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ.

“ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ქალაქში პროექტის მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები დაწყება.

თელავის უწყვეტი წყალმომარაგების  უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებულ და შენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობარეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.  სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება.  

თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქშიწყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, მხარის გუბერნატორთან,  ირაკლი შიოშვილთან და ქალაქის მერთან, შოთა ნერეკლიშვილთან ერთად თელავში დღეს არსებული რეზერვუარი და სათავე ნაგებობა დაათვალიერეს.

თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე მოწყობილია წყალარინების ქსელი”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები