ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანში სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში 6 500 გრძ. მეტრის მონაკვეთზე სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. არხთა ნერთად, საკარმიდამო ნაკვეთებში გადასასვლელი ხიდ-ბოგირები მოეწყობა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 727596 ლარს შეადგენს.